26 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
ჩვენთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია შეაფასა და ყველას მიულოცა ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება:

"ჩვენთვის დიდი პატივია მოგილოცოთ დღევანდელი ისტორიული გადაწყვეტილება. ევროკომისია დადებითად აფასებს მიღწეულ შედეგს და ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს, რა თქმა უნდა, ისტორიული დღე და ისტორიული გადაწყვეტილებაა. მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ასევე განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ოლივერ ვარჰეის, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი. ეს პერიოდი იყო ძალიან დატვირთული, საკმაოდ დატვირთული ემოციური თვალსაზრისითაც, ვინაიდან ჩვენ უზარმაზარი სამუშაო გავწიეთ. მინდა ჩვენს ერთიან, ძლიერ გუნდს გადავუხადო მადლობა. 

ბოლო 1 წლის განმავლობაში 24 საათი ვმუშაობდით 12 რეკომენდაციის შესრულებაზე. დღეს ვიხილეთ ანგარიში, რომელიც ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია და რომ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება მიღწეულ შედეგს. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო შარლ მიშელს, რომელიც მხარს უჭერდა და უჭერს საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი. მადლობას ვუხდი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები