საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას გამოქვეყნებული რეკომენდაციისთვის მადლობას უხდის.
"ევროკომისიამ გამოაქვეყნა დადებითი შეფასება და გასცა რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. მადლობელი ვართ მხარდაჭერისთვის და ვაგრძელებთ სვლას ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ," - წერს პრემიერი.