26 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანალიტიკოსებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ანალიტიკოსებს შეხვდა. ნათია თურნავამ შეხვედრაზე ყურადღება მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების ბოლო გადაწყვეტილებებზე გაამახვილა.

მონეტარული პოლიტიკის ნაწილში, საუბარი შეეხო მიღებული გადაწყვეტილების დეტალურ ანალიზს, მის მიზანშეწონილობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და მაკროეკონომიკურ პროგნოზებს.

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ფინანსური სტაბილურობის საკითხზეც.

დღის ამბები