სამედიცინო დაწესებულებიდან სამი პატიმარი გაიქცა. „ავერსის“ კლინიკაში კურიერს ინფორმაცია უკვე დაუდასტურეს.
კლინიკის ცნობით, პატიმრები სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, რა დროსაც მათ გაქცევა მოახერხეს.
კლინიკის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა "კურიერს" გაქცეული პატიმრების დაკავების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ფაქტს სამართალდამცველები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.
შემთხვევა დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ჯერჯერობით უცნობია, რომელი პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს პაციენტები, თუმცა მათ მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია უნდა ჩასტარებოდათ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, სწორედ კვლევების ოთახიდან გაიპარნენ მსჯავრდადებულები.