26 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, 115-ე შეხვედრა იმართება

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 115-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მონაწილეები გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები და დაკავებებია.

ქართული მხარე დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლებას. უსაფრთხოების გარდა, მხარეები ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელებენ.

დღის ამბები