დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტებზე, მხილებულია პირთა ჯგუფი - დაკავებულია 3 ადამიანი.
გამოძიებით დადგინდა, რომ სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტის - "დანერგე მომავალის" ბენეფიციარებმა, სააგენტოსგან მიიღეს მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება ვაშლისა და ნუშის ნერგების შესაძენად. თანხა კი გადაურიცხეს ბრალდებულების მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რომელსაც უნდა შეეძინა ნერგები, მოეწყო სარწყავი სისტემა და გაეშენებინა ბაღები.
კომპანიამ მხოლოდ მცირე სამუშაოები შეასრულა დანარჩენი თანხა კი მიითვისა.
დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.