26 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში ჩატარდება

მსოფლიოს 2034 წლის ჩემპიონატი საუდის არაბეთში გაიმართება - FIFA-ს ეს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.

„ფეხბურთი მსოფლიოს ისე აერთიანებს, როგორც სპორტის არცერთი სხვა სახეობა. ფეხბურთი ფანჯარაა, ფეხბურთი გზავნილია, რომელიც სხვადასხვა კულტურის ერთად ყოფნას ნიშნავს“, – აცხადებს FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო.

ავსტრალია 2034 წლის მუნდიალის მასპინძლობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო, თუმცა, საერთაშორისო პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანა-კონტინენტი მსოფლიო პირველობის ჩატარებისთვის გამართულ ბრძოლას გამოეთიშა.

დღის ამბები