27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობებს თხოვნით მიმართავს, უარი არ უთხრან ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე

უკრაინის ვიცე-პრემიერი საქართველოს, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მთავრობებს თხოვნით მიმართავს, უარი არ უთხრან ყირიმელ თათრებს საზღვრის გადაკვეთაზე.

ირინა ვერეშჩუკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საოკუპაციო ძალებმა ყირიმში უკანონო მობილიზაცია დაიწყეს და ისინი ყირიმელ თათრებსა და დანარჩენ მოსახლეობას ომში რუსეთის მხარეს ბრძოლას აიძულებენ.

"ყირიმელი თათრები ცდილობენ უკრაინის მეგობარ ქვეყნებში გამგზავრებას, თუმცა რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიეტუველი და ქართველი მესაზღვრეები მათ გარკვეულ შემთხვევებში საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეუბნებიან," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები