27 ნოემბერი 2024,   08:54
ვრცლად
ალექსანდრ ლუკაშენკოს აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში ბელარუსის ელჩი ახსნა-განმარტებისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ანატოლი ლისი დიპლომატიურ უწყებაში ცოტახნის წინ მივიდა. ეს იყო ოფიციალური თბილისის პირველი რეაქცია აფხაზეთიდან გავრცელებულ კადრებზე.

როგორც ცნობილია, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა.

დღის ამბები