27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ფსევდო რეფერენდუმებს ლეგიტიმურობა არ გააჩნია, ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი რჩება - იენს სტოლტენბერგი

“ფსევდო რეფერენდუმებს ლეგიტიმურობა არ გააჩნია, ნატოს მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევი რჩება” - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ტვიტერზე დაწერა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ე.წ. რეფერენდუმი საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა და ეს მიწები უკრაინის საკუთრებაა.

პარალელურად, სტოლტენბერგმა ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის შესყიდვების მაღალჩინოსნების სხდომა მოიწვია. საუბარი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგებს, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და ომის შემდგომ რეაბილიტაციას შეეხო.

დღის ამბები