27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს

ყალბი დოკუმენტების დამზადების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისების ფაქტზე, დაკავებულია 2 პირი, 13 პირის მიმართ კი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ბრალდებულებმა, სოფელი გლდანის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს საერთო ჯამში 150 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 180-ე მუხლებით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები