27 ნოემბერი 2024,   08:44
ვრცლად
თუ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასართმევად მოხვალთ, როგორც მამა გეტყვით, რომ ცოცხალს აღარ გაგიშვებთ - ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს, რომელთაც უკრაინაში საომრად წასვლას აიძულებენ.

"იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი შვილები არ გაიგზავნონ სიკვდილისთვის, რადგან თუ ჩვენი შვილების სიცოცხლის წასართმევად მოხვალთ, როგორც მამა გეტყვით, რომ ცოცხალს აღარ გაგიშვებთ," - ამბობს ზელენსკი.

საკუთარ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა პუტინის მიერ გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის მიზნებზეც ისაუბრა.

"სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ბევრ მონაკვეთზე, რომელთა საერთო სიგრძე 2 000 კილომეტრზე მეტია. ეს არის დონეცკის ოლქი, ხარკოვის ოლქი, ხერსონის ოლქი, ასევე მიკოლაივისა და ზაპოროჟიის ოლქები. რამდენიმე მიმართულებით დადებითი შედეგები გვაქვს . ასევე განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ფაქტზე, რომ კრიმინალურ მობილიზაციას რუსეთი იყენებს არა მხოლოდ უკრაინაში ხალხის ტანჯვის გასახანგრძლივებლად და მსოფლიოს შემდგომი დესტაბილიზაციისთვის, არამედ ადამიანების ფიზიკური განადგურების მიზნით - მკვიდრი ხალხის წარმომადგენლების, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ დროებით კონტროლირებად ტერიტორიებზე ცხოვრობენ. კატასტროფული ვითარება ოკუპირებულ ყირიმში. ყირიმელი თათრების შესახებ ინფორმაცია სრულად არის დადასტურებული. ეს არის რუსეთის გენოციდური პოლიტიკის კიდევ ერთი ელემენტი. იგივე ხდება თავად რუსეთის ტერიტორიაზე. ეს გათვლილი იმპერიული პოლიტიკაა," - განაცხადა ზელენსკიმ. 

დღის ამბები