27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
გაერო : უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულების მტკიცებულებები გამოვლინდა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს ორგანოში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის დანაშაულების მტკიცებულებები გამოვლინდა. კომისიის დასკვნაში აქცენტი ოთხ რეგიონზე: კიევის, ჩერნიგოვის, ხარკოვისა და სუმის ოლქებზეა გაკეთებული.

განცხადება, დაკავებულების ჩვენებებს ეყრდნობა, რომლებიც საუბრობენ რუსეთის საპატიმრო დაწესებულებებში ცემის, ელექტროშოკის გამოყენებისა და იძულებითი გაშიშვლების შესახებ. გაერო-ს ექსპერტები შეშფოთებას გამოხატავენ აღნიშნულ ოთხ რეგიონში სიკვდილით დასჯის ფაქტებთან დაკავშირებით.

როგორც ცნობილია, გამოძიების პროცესში ექსპერტები 27 ქალაქსა და დასახლებაში იმყოფებოდნენ, ასევე მათ 150-ზე მეტი წამების მსხვერპლი და მოწმე გამოკითხეს.

დღის ამბები