ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბათუმი-ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს ტურისტული მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა.
რამდენიმე დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქედის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.