გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში ნიუ იორკში სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 39-ე სხდომა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად შეცვლილ გეოპოლიტიკურ გარემოსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ომის დაწყების დღიდან საქართველოს მიერ უკრაინელი ხალხისადმი გამოჩენილ სოლიდარობას და ვრცლად ისაუბრა ჩვენი ქვეყნის მიერ უკრაინისადმი გაწეულ სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერაზე. სხდომას მოლდოვას, აზერბაიჯანისა და უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.