27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ჩასვლა დაადასტურა - ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვედრები დაგეგმილი აქვს უკრაინის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ჩასვლა დაადასტურა - ამის შესახებ მან "ტვიტერზე" დაწერა.

მისივე განცხადებით, შეხვედრები პრეზიდენტ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ შმიგალთან აქვს დაგეგმილი, სადაც უკრაინის ევროპულ ეკონომიკასთან დაახლოების საკითხს განიხილავენ.

"უკრაინა-რუსეთის ომის დაწყებიდან ეს ჩემი მესამე ვიზიტია კიევში. იქ ბევრი რამე შეიცვალა. ახლა უკრაინა კანდიდატია (ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა)," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

დღის ამბები