ომის დასრულებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. შესაბამისი განცხადება ანტონიო გუტიერეშმა, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გაავრცელა. მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ახლოს არ არის.
როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ვლადიმერ პუტინთან სხვადასხვა საკითხები განიხილა, მათ შორის მარცვლეულის შეთანხმება და რუსული ექსპორტის შესაძლებლობა.
გარდა ამისა, მხარეებმა სამხედრო ტყვეების საკითხიც განიხილეს. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, პუტინმა მასთან საუბარში დასძინა, რომ რუსეთის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონში გასულ თვეს, ციხეზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით ფაქტების დამდგენ მისიას რაიმე დაბრკოლება არ ექნება.