საქართველოს ზოგადსაგანმანალებლო დაწესებულებებში დღეიდან ახალი სასწავლო წელი იწყება. საჯარო სკოლები 15 სექტემბერს არაერთი სიახლით ხვდებიან - მათ შორის არის საქართველოს ისტორიის დამოუკიდებელ საგნად სწავლა, ასევე პირველივე კლასიდან სავალდებულო ხდება ჭადრაკი.
დაიწყო ახალი საგანმანათლებლო პროექტის "სამხედრო საქმის" პილოტირებაც - მასში მაღალმთიანი რეგიონების საბაზო საფეხურის 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება; ფართოვდება პროექტ "თავდაცვა და უსაფრთხოების" სწავლების მასშტაბებიც.
გარდა ამისა, 150-ზე მეტ სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს რაგბი ემატება.