27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ევროკავშირმა იანუკოვიჩს სანქციების ნაწილი მოუხსნა

ევროკავშირმა უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ყოფილ გენერალურ პროკურორს, ვიქტორ პშონკას სანქციების ნაწილი მოუხსნა. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პირებზე შემაკავებელი ზომების ვადა 2022 წლის 6 სექტემბერს ამოიწურა. საუბარია 2014 წლის 5 მარტს უკრაინელი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის გამო დაწესებულ სანქციებზე.

მიმდინარე წლის აგვისტოში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა იანუკოვიჩისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. როგორც საბჭომ განმარტა, იანუკოვიჩი, რუსეთში გაქცევის შემდეგ, უკრაინის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ საქმიანობას განაგრძობდა. უკრაინაში გაქცეული ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება.

დღის ამბები