7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, დღესაც გადაიდება. მიზეზად მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. ექს-პრეზიდენტის უფლებდამცველის განმარტებით, პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია და მას სამართალთან კავშირი არა აქვს.
აღნიშნულ საქმეში გამოძიება აქცენტს - მომიტინგეთა მასობრივ დარბევაზე, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე აკეთებს.