27 ნოემბერი 2024,   08:48
ვრცლად
ილია დარჩიაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი, ბერლინში ვიზიტს მართავს.

ილია დარჩიაშვილს პირისპირ მოლაპარაკებები ჰქონდა გერმანელ კოლეგასთან, რის შემდეგაც მან მთავრობის სახელით, ქვეყნებს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა.

"გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა გერმანიის როლზე საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვფიქრობთ, რომ გერმანია იქნება ქვეყანა, რომელიც ძალიან აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. მოვილაპარაკეთ, რომ საქართველო იქნება გერმანიის საერთაშორისო დღის წესრიგში.მე მას დეტალურად მოვუყევი, თუ რა როლი აქვს საქართველოს ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ჩვენი საერთო მიზანი უნდა იყოს, რომ რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ,"- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები