სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მიმდინარე მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა.
ენტონი ბლინკენი მხარეებს სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებული ვითარებით, მათ შორის სომხეთის შიდა ტერიტორიაზე დასახლებებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო. როგორც ჩვენ დიდი ხნის წინ, მკაფიოდ განვაცხადეთ, კონფლიქტის სამხედრო გზით დარეგულირება არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერი სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ," - აღნიშნულია შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.