27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.

შეხვედრას, რომელიც გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გაიმართა, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.

რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატოს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს.

დღის ამბები