ბელარუსმა პოლონეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბრესტში სამხედრო წვრთნები დაიწყო. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელური წვრთნები მიმდინარეობს ბელარუსის დედაქალაქ მინსკთანაც.
სამხედრო სწავლება 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. თავდაცვის უწყების განცხადებით, წვრთნები ეუთო-ს პრინციპების შესაბამისად მიმდინარეობს.