27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
პირველი სხდომა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ - საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში შეიკრიბება

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო ბრიუსელში შეიკრიბება - მეშვიდე სხდომა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი აქვს გაკეთებული. ამ ფონზე მხარეები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორიცაა რეფორმები და პოლიტიკური დიალოგი, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება.

საქართველოს დელეგაციას პრემიერი ხელმძღვანელობს, ევროკავშირს კი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისარი ჟოზეფ ბორელი წარმოადგენს.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, ეს არის ყველაზე მაღალი ფორმატი, რომელიც გათვალისწინებულია ასოცირების შეთანხმებით. მახარობლიშვილის განცხადებით, სხდომაზე საქართველო ევროკავშირის ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე იქნება საუბარი:

"მოგეხსენებათ, რომ ეს არის პირველი სხდომა, რომელიც იმართება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შემდეგ. შესაბამისად, ამ სხდომას და ამ დისკუსიას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება და ამ კონტექსტში საუბარი იქნება ინ ნაბიჯებზე და იმ ურთიერთობებზე, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება, რომ დავაშენოთ და განვითარდეს საქართველო-ევროკავშირს შორის.

ბუნებრივია, სხდომაზე ასევე მიმოიხილავენ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციას. ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება კონფლიქტის თემატიკაზე, საუბარი იქნება რეგიონულ უსაფრთხოებაზე და ქართული მხარე ევროპულ მხარეს მიაწვდის ინფორმაციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით," - განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

ასოცირების საბჭოს დასრულების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია. საქართველოს პრემიერს ასევე დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკომისრებთან ჟოზეფ ბორელსა და ოლივერ ვარჰეისთან.

დღის ამბები