27 ნოემბერი 2024,   08:46
ვრცლად
ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლოდ განვითარება გადაჯაჭვულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სიღრმისეულ თანამშრომლობასთან - მიხეილ სარჯველაძე

რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - პრემიერის განცხადებას გამოხმაურება მმართველ გუნდშიც მოჰყვა. "ქართულ ოცნებაში" პრემიერს ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საქართველოსა და შტატებს შორის თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია. 

"ღრმად მწამს, რომ საქართველოს სამომავლოდ განვითარება გადაჯაჭვულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ყველაზე სიღრმისეულ თანამშრომლობასთან - სხვაგვარად წარმოუდგენელია მაგალითად, უსაფრთხოების რისკებთან გამკლავება და ბევრი სხვა რამ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ პრემიერის მხრიდანაც ამ განწყობის დადასტურება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, ვიზიარებ მის პოზიციას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

ირაკლი ზარქუა კი აცხადებს, რომ გაუგებრობები წარსულს უნდა ჩაბარდეს და ისევ და ისევ გააძლიეროს საქართველომ აშშ-სთან და დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა.

"მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ეს გაუგებრობები წარსულს ჩავაბაროთ და ისევ და ისევ გავაძლიეროთ აშშ-სთან და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომ საქართველო რეგიონში დაძაბული სიტუაციიდან წყნარად  გამოვიდეს. ომი არ სჭირდება ქვეყანას, ამაზე ვთანხმდებით. ამ ქვეყანას სჭირდება გვერდში დგომა, მხარდაჭერა და ეკონომიკური განვითარება," - აღნიშნავს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა. 

დღის ამბები