27 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა, არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება - ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსულ ბუნებრივ აირზე სრულად უარის თქმა, არც ისე პასუხისმგებლიანი ნაბიჯი იქნება. განცხადება გერმანიის კანცლერმა ჰესენში, მოქალაქეებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, ქვეყანა კარგად არის მომზადებული ზამთრისთვის და შეუძლია, გაუმკლავდეს ნებისმიერ შეფერხებას, რომელიც შესაძლოა რუსეთის მხრიდან ბუნებრივი აირის შეწყვეტას მოყვეს.

"ძალიან რთულიც რომ იყოს, სავარაუდოდ ამ ზამთარს გადავიტანთ," - განაცხადა შოლცმა.

კანცლერი მიიჩნევს, რომ  გერმანიას შეუძლია მეტი ბუნებრივი აირი მიიღოს ნორვეგიისგან და ნიდერლანდებისგან. მან ასევე მხარი დაუჭირა ესპანეთიდან საფრანგეთის გავლით გაზსადენის მშენებლობას.

გერმანიის კანცლერი დარწმუნებულია, რომ მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, გერმანიამ ბუნებრივი აირის ალტერნატიული წყაროების მოძიებაზე უნდა იმუშაოს.

დღის ამბები