27 ნოემბერი 2024,   08:56
ვრცლად
თბილისის ნაწილს 1 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

კომპანია "თელასის" ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 1 სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და დემეტრე თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეწველო დასახლების (ნაწილობრივ), ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), ბოგდან ხმელნიცკის, მეველეს, აწყურის, დოესის, კასპის, წინანდლის, კობარეთის და ბესიკ გეთიას ქუჩების მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის I კვარტლის (ნაილობრივ), თემქის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ) და ზღვისუბნის დასახლების XI მიკრორაიონის II კვარტლის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მიხეილ წინამძღვრიშვილის, ივანე ჯავახიშვილის, კიევის და მაზნიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გულიას, გიორგი გურამიშვილის, გორგასლის, შოთა ნიშნიანიძის, აფხაზის და სადგურის   ქუჩების მოსახლეობას.

დღის ამბები