27 ნოემბერი 2024,   08:45
ვრცლად
პუტინისთვის განკუთვნილი აგარაკი "პიცუნდა"  - დათმობს თუ არა აფხაზური საზოგადოება ბიჭვინთის მიწას და წერილი, რომელიც აფხაზმა ქალებმა რუსეთის ე.წ ელჩს მიწერეს

60-მა აფხაზმა ქალმა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ ელჩის სახელზე წერილი დაწერა. წერენ, რომ ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკი კრემლის ბალანსზე არ გადავიდეს, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება აფხაზი ხალხის ინტერესებსა და კონსტიტუციას. ისინი რუსულ მხარეს მოუწოდებენ, რომ მიწების გადაცემის შეთანხმებაზე ხელმოწერა უკან გაიწვიოს.

აფხაზი ქალების წერილს მიხაილ შურგალინი ჯერ არ გამოხმაურებია. რუსი დიპლომატი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ პროცესი არ უნდა გაჭიანურებულიყო და რომ "ბიჭვინთის" ობიექტის გადაცემის გარშემო არსებული ვითარება ზედმეტად პოლიტიზებული იყო.

ოკუპირებულ რეგიონში ახლა ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომლმაც რუსეთისთვის ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკისა და 189 ჰექტარი უნიკალური ტყის გადაცემაზე საბოლოო თანხმობა უნდა თქვას, ადგილობრივები კი ტერიტორიის გასხვისებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკს, ვლადიმერ პუტინმა თვალი ჯერ კიდევ 4 წლის წინ დაადგა. ე.წ. პრეზიდენტმა ხაჯიმბამ რუს კოლეგას სწორედ ბიჭვინთაში უმასპინძლა. პუტინი წლების წინ სოხუმს უსაფრთხოებას შეპირდა, რის შემდეგაც მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ობიექტის რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემისა და მისი გამოყენების წესის შესახებ დოკუმენტი 2022 წლის 19 იანვარს გაფორმდა. სანამ მოსკოვი საქართველოს მორიგ ტერიტორიას იურიდიულად იფორმებს, ოფიციალური თბილისი საერთაშორისო საზოგადოებისგან მკაცრ რეაგირებას ელოდება.

დღის ამბები