27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
კრიპტო სკანდალი საქართველოში და მოულოდნელად, მხოლოდ რამდენიმე საათით გაძვირებული ელექტრონული ფული - რა მოხდა კრიპტო ბირჟაზე

ბექა ზაქაიძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც საბანკო ანგარიშები ყოველგვარი გაფრთხილებისა და ინფორმაციის მიწოდების გარეშე მოულოდნელად დაებლოკა, მიზეზი კრიპტო ტრანზაქციაა, გადარიცხვა, რომელსაც ასობით ადამიანი ყოველდღიურად, შესაძლოა დღეში რამდენჯერმეც ახორციელებდეს.

ბექა არ არის ერთადერთი, რომელსაც ყოველგვარ პირად მომსახურებაზე წვდომა ბანკმა საკუთარი გადაწყვეტილებით შეუზღუდა. ასეთი ქვეყანაში რამდენიმე ასეული ადამიანია. ამბავი კი გუშინ შესრულებულ ტრანზაქციებს უკავშირდება - ადამიანებმა დიდი რაოდენობის თანხები კრიპტო ბირჟიდან ბანკებში გადაიტანეს. 

საუბარია ერთ-ერთ უმსხვილეს და სანდო კრიპტო ბირჟაზე, სადაც ადამიანებს ელექტრონული ფულით ვაჭრობა მთელი მსოფლიოდან შეუძლიათ. სწორედ ასე მოიქცა გუშინ საქართველოს მოქალაქეების ის ნაწილი, ვისაც კრიპტო ბირჟის ერთ-ერთი წარმომადგენლის, ”ქოინბეიზისსაფულეზე ელექტრონული ფული ჰქონდა შენახული. არსებული კრიპტოვალუტა მომხმარებლებმა კონკრეტულ მომენტში შექმნილი ხელსაყრელი პირობით გაყიდეს და თანხები საბანკო ანგარიშებზე გადმოიტანეს.

არიან ისეთებიც, ვინც საკუთარი თანხის ან გატანა, ან დახარჯვა ანგარიშების დაბლოკვამდე მოასწრო, თუმცა ბანკებმა გამოსავალი ამ შემთხვევაშიც იპოვეს. საკუთარ მომხმარებლებს გახარჯული თანხები სესხად დაუკომპესირდათ, მათ კი, ვისაც ანაბრები ჰქონდათ, გაეყინათ. ყველას, ვინც კრიპტო ვალუტის გაყიდვით მიღებული თანხა ბანკში გადაიტანა, დაებლოკა სრული თანხა, მათ შორის სახელფასო ანგარიშები.

დაზარალებულები პასუხებს ითხოვენ. ადამინების ნაწილმა უკვე გადაწყვიტა, რომ ბანკებთან სამართლებრივი დავაც დაიწყოს - დაბლოკილ ანგარიშებზე და მიყენებულ მორალურ და ფინანსურ ზიანზე.


დღის ამბები