27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრა გამართა

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური ე.წ გიმნიხის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას ურმას რეინსალუს შეხვდა.

მინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ესტონეთს შორის ტრადიციულად არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს და მათი განვითარების პერსპექტივებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ესტონეთის მხრიდან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერაზე, როგორც ქვეყნის ევროინტეგრაციის, ასევე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ილია დარჩიაშვილმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ევროკომისიის რეკომენდაციების და ასევე ასოცირების დღის წესრიგის შესრულების მიმართულებით.

ილია დარჩიაშვილიმა ესტონელ კოლეგასთან ასევე განიხილა საქართველო-ესტონეთის თანამშრომლობის ფართო სპექტრი. მინისტრმა ურმას რეინსალუსს მინისტრის თანამდებობაზე დანიშნვა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის ტრადიციულად მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ილია დარჩიაშვილმა ესტონელი კოლეგა საქართველოში მიიწვია.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად,  ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ  ე.წ  გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს.

დღის ამბები