27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
"სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი უაღრესად მნიშვნელოვანია, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველას მიეცეს პროცესში ჩართვის საშუალება - კელი დეგნანი

სახალხო დამცველის არჩევის წესზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ომბუდსმენის აპარატი მნიშვნელოვანია და აუცილებელია ახალი კანდიდატის არჩევის პროცესში ყველა მხარე ჩართული იყოს.

"სახალხო დამცველის შერჩევა უაღრესად მნიშვნელოვანია. პარლამენტს აქვს უდიდესი შანსი, რომ ეს პროცესი ინკლუზიური იყოს. ახლა არის დრო მაქსიმალურად მრავალფეროვანი ხმების ჩასართველად და არა პროცესის დახურვის. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა შერჩევის პროცესმა მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან რომლებიც აკვირდებიან სახალხო დამცველის შერჩევას. 

საქართველომ მართლაც მაღალი შეფასება მიიღო წინა სახალხო დამცველის შერჩევისას რადგანაც პროცესი ინკლუზიური იყო და მასში არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა მხარეები მონაწილეობდნენ. თუ საქართველოს სურს შეინარჩუნოს ეს ძალიან მაღალი შეფასება, რომელიც მან მიიღო "ადამიანის უფლებებზე მომუშავე ეროვნული ორგანიზაციების გლობალური ალიანსის" მხრიდან, მან უნდა დაიცვას პრინციპები რომლებიც გათვალისწინებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის სახით, პარიზის პრონციპებით და რეკომენდაციებით, რომელიც საქართველოს გადაეცა 5 წლის წინ. საქართველო ასე შეინარჩუნებს იმ მაღალ შეფასებას, რომელიც მან მიიღო წინა ჯერზე სახალხო დამცველის შერჩევის გამართული პროცესისათვის, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციებიჩ მონაწილეობდნენ. ასე რომ, რთულად გამოსაცნობი არ არის როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი. ეს ყველაფერი გაწერილია პარიზის პრინციპებში, ევროსაბჭოს რეკომენდაციებში, "გლობალური ალიანსის" შეფასებაში. ამ პროცესის კარგად წარსამართად საქართველოსთვის მრავალი სახელმძღვანელო პრინციპი არსებობს, რათა სახალხო დამცველი შეირჩეს კონსენსუსის საფუძველზე და ყველა მხარის აღიარებით. უნდა გვახსოვდეს, რომ სახალხო დამცველის მთავარ ამოცანას თითოეული საქართველოს მოქალაქის ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი სამუშაოა, რომელიც ითხოვს მიუკერძოებელ პირს, სათანადო კვალიფიკაციითა და ყველა მხარის აღიარებით. დიდი მადლობა. 

დავამატებდი, რომ პროცესის ინკლუზიურობასთან დაკავშირებით მაგალითად ვენეციის კომისიის უკანასკნელი პერიოდის მოსაზრება მიყურადების კანონთან დაკავშირებით იყო პირდაპირი, მტკიცე და მკაფიო, რომ მნიშვნელოვანია მიდგომა იყოს ინკლუზიური. 

ვენეციის კომისიის მოსაზრება წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ექსპერტების შეფასებას იმასთან დაკავშირებით უზრუნველყოფდა თუ არა პარლამენტის მიერ ივნისში მიღებული შესწორებები საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას. ეს არის მკაფიო და მტკიცე მოსაზრება ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპის შესახებ, რომელიც ეხება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. პრეზიდენტის მიერ მოთხოვნილი შეფასება აკეთებს დასკვნას, რომ ამ შესწორებებისთვის არ არის წარმოდგენილი საკმარისი განმარტება და დასაბუთება. ამ შესწორებებით საქართველოს მოქალაქეთა მიყურადების შესაძლებლობები იზრდება, აგრეთვე, იზრდება ხანგრძლივობა მთავრობის მიერ მოქალაქეების მოსმენისა, აგრეთვე გახანგრძლივდა დრო ვიდრე მთავრობა შეატყობინებს პირს მისი საუბრების საიდუმლოდ მოსმენის შესახებ. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა გასული წლის სექტემბერში გახმაურდა მასიური უკანონო მოსმენებისა და მიყურადების შესახებ, რომელიც ხორციელდებოდა ეკლესისიის მაღალი იერარქების, დიპლომატების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელიც მკაფიოდ და მტკიცედ განაცხადებს, რომ შესწორებების მიზეზი იყოს დასაბუთებული, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს არის ამ ანგარიშის დასკვნა. ამდენად, მნიშვნელოვანია ინკლუზიური საპარლამენტო პროცესის, რაც გულისხმობს უკეთესი კანონის შემუშავებაში ყველა ჩართულობას. 

ვენეციის კომისია არ აკრიტიკებს საქართველოს, იგი გამოხატავს მოსაზრებებს და აძლევს საქართველოს შესაძლებლობას, რომ გააუმჯობესოს მისი კანონმდებლობა და უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვა მოქალაქეების უფლებების დარღვევის თავიდან ასაცილებლად, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს პერსონალური მონაცემებისა და მობილური ტელეფონით საუბრების დაცვას,"- განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები