27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ქალბატონი სალომე არის გუნდისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ვერავინ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა - ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე

დავით ბაქრაძის გაეროში ელჩად დანიშვნაზე კომენტარები გაკეთდა პარლამენტშიც. 

"ქართული ოცნების" წევრის, ირაკლი ზარქუას თქმით, ვერავინ იტყვის რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილების გადახედვა ვინმემ აიძულა, რადგან ის გუნდისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელია.

"ქალბატონი სალომე ცოტა თავისებური ადამიანია, ხასიათის ადამიანია და ეტყობა იმ ხასიათზე იყო მაშინ როცა თქვა და მგონია, რომ შეუფერებელი იყო ის განცხადებები რაც გააკეთა დიპლომატების მიმართ და განსაკუთრებით ბატონი დავითის მიმართ, თუმცა მან მაინც გადაწყვიტა, რომ ხელი მოეწერა და დაენიშნა, აქ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ვინმემ აიძულა, არა, ქალბატონი სალომე არის მაქსიმალურად დამოუკიდებელი გუნდისგან, მე მგონი ყველა ინსტანციისგან და თვითნებურად, თავისი გადაწყვეტილებებით იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას," - განაცხადა ზარქუამ.

დღის ამბები