27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
ავსტრალიელი ყოფილი მორაგბე ცოლის მკვლელობაში დამნაშავედ მომხდარიდან 40 წლის შემდეგ ცნეს

ავსტრალიელი მამაკაცი მეუღლის გაუჩინარებიდან 40 წლის შემდეგ მის მკვლელობაში დამნაშავედ სცნეს. 

74 წლის კრის დოუსონს, საკუთარი მეუღლის, ლინეტ დოუსონის მკვლელობაში ბრალი ჯერ კიდევ 1982 წელს ედებოდა, თუმცა მაშინ მორაგბეს დანაშაული არ დაუმტკიცდა, ვინაიდან ქალის ცხედარი ვერ იპოვეს, თავად კი ბრალს კატეგორიულად უარყოფდა.

საქმემ საზოგადოების ყურადღება 2018 წელს მიიპყრო, მას შემდეგ, რაც ის კრიმინალისტიკურ პოდკასტ The Teacher"s Pet-ში გამოჩნდა და გამოძიების ხელახლა გასახსნელად საზოგადოებრივი ზეწოლა ​გაიზარდა.

პოდკასტში აღწერილი იყო გარემოება, რომ რაგბის ლიგის ყოფილმა მოთამაშემ ცოლი მოკლა.

ახალი სამხრეთ უელსის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, იან ჰარისონმა, სკოლის ყოფილი მასწავლებელი და ყოფილი მორაგბე ცოლის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. მკვლელობის მოტივი კი გახდა მამაკაცის სურვილი, გაეგრძელებინა ურთიერთობა ყოფილ მოსწავლესთან, რომელიც ამავდროულად მისი ორი ქალიშვილის ძიძა და დოუსონის საყვარელი იყო.

 

დღის ამბები