27 ნოემბერი 2024,   08:57
ვრცლად
ბორჯომში ცეცხლის ქრობის პროცესი დასკვნით ეტაპზეა - აქტიური კერები ფაქტობრივად აღარ არსებობს

ბორჯომის ხეობაში, უკვე 11 დღეა მასშტაბურ ხანძარს 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ჯარი და ავიაცია ებრძვის. ფაქტობრივად დღეს პირველი დღეა, როდესაც ახალი კერის გაჩენის შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. ცეცხლის ქრობის პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა და ცეცხლის კერები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან. 

თუ ხვალ დილით ცეცხლის მცირე კერებიც კი აღარ იქნება, ბორჯომის ხეობაში ხანძართან 11 დღიანი ბრძოლა დასრულდება. 

ახლა უკვე დასათვლელია ზარალი, მათ შორის ის, თუ რა მასშტაბის ტერიტორიაა გადამწვარი და ასევე დასადგენია მიზეზი.

დღის ამბები