სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის დაცვის წევრს, ალექსანდრე სამხარაძეს საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის მუხლით ბრალდება წარუდგინეს. უფლებადამცველის განცხადებით, საქმე ეხება მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ვაზნებს.
პარალელურად, უკვე 6 საათია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. ნიკა გოგაშვილის განცხადებით, ის გამომძიებლებს მიაწოდებს ინფორმაციას რუსთავის ციხეში გამართული შეხვედრის დეტალებზე.