27 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
არეულობა და მსხვერპლი ბაღდადის სამთავრობო "მწვანე ზონაში" - ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა

ბაღდადში საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 200-მდე დაშავდა. ტელეარხ Al Jazeera-ს ცნობით, დაღუპულთა შორის არის ერაყის უსაფრთხოების ძალების რამდენიმე თანამშრომელი.

ერთი დღით ადრე, მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგე შიიტმა იმამმა მუქთად ალ-სადრმა, რამდენიმეთვიანი პროტესტის შემდეგ, პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა, მისი მომხრეები მაშინვე გამოვიდნენ ქუჩებში. იმამის ასობით მხარდამჭერმა საპროტესტო შეკრება სამთავრობო "მწვანე ზონაში" დაიწყო, ისინი შეიჭრნენ რესპუბლიკის სასახლის შენობაში და დაბლოკეს ერაყის მინისტრთა საბჭოს მუშაობა.

ტელეარხ Al-Arabiya-ს ცნობით კი, ბაღდადში ერაყის რეგულარული არმიის ნაწილები შეიყვანეს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალებმა კვლავ მოახერხეს ზონაზე კონტროლის აღდგენა. ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი გამოცხადდა. შეიზღუდა ფრენებიც ბაღდადის მიმართულებით.

დღის ამბები