პირველი სექტემბრიდან ოთხი ქვეყანა: გერმანია, ჩეხეთი, იტალია და საქართველო ევროპის 2022 წლის საკალათბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
ჩვენი ქვეყანა პირველად ქართული სპორტის ისტორიაში მიიღებს მსგავსი მასშტაბის ტურნირს, 1-დან 7 სექტემბრამდე "A ჯგუფის" შეხვედრები "თბილისი არენაზე" ჩატარდება.
ყველაფერი მზად არის იმისათვის რომ კონტინენტის პირველობა მაღალ დონეზე ჩატარდეს. სრულ მზადყოფნაშია საკალათბურთო დარბაზი, რიყეზე კი ფან-ზონა მოეწყობა სადაც 31 აგვისტოს ევრობასკეტი ოფიციალურად გაიხსნება.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი