27 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
გაზრდილი ეკონომიკური პარამეტრები და შემცირებული უმუშევრობა - მთავრობაში პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებას მომდევნო თვეებშიც ელოდებიან

სანამ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, ის ევროგადახდის ერთიან სივრცეს შეუერთდება. განაცხადი გაკეთებულია. ევროზონის ქვეყნებთან საგადასახადო მომსახურების ჰარმონიზებისთვის ქვეყანამ 3 კანონი უნდა დაამტკიცოს. 

საქართველო გაზრდილ ეკონომიკურ პარამეტრებსაც ითვლის. ივლისის თვე: 40%-ით გაზრდილი ექსპორტი, რაც თანხაში 540-ც მილიონ დოლარზე მეტია. ტენდენცია გრძელდება და ის სხვა მაჩვენებლებზეც მოქმედებს.

ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელსა და უმუშევრობის დონის შემცირებაზე დღეს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 8%-მდე გაიზარდა. მთავრობის მეთაური რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე შენარჩუნებულ სტაბილურ ვითარებაზე საუბრობს.

ეკონომიკაზე, როგორც მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე აკეთებს აქცენტს ვიცე-პრემიერიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, არსებული მონაცემები იძლევა პოზიტიურ მოლოდინს, რომ პროცენტული მაჩვენებლები მომავალშიც შენარჩუნდეს.

ექსპორტის ზრდაზე საუბრობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ოთარ შამუგიას თქმით, ამ მიმართულებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტზე კლება არ შეინიშნება და არსებული ვითარება პოზიტიურია.

მთავრობის სხდომაზევე გახდა ცნობილი, რომ პარლამენტი 3 ახალ კანონპროექტზე იმუშავებს, რომელიც საქართველოს ერთიანი ევროგადახდის სივრცესთან მიერთებას ეხება. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჭირო აღარ იქნება ევროკავშირთან გადარიცხვებისთვის საკორესპონდენტო ბანკის ან შუამავლის გამოყენება, რაც პოზიტიური საკითხია ჩვენი მოქალაქეებისთვის.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში ამბობენ, რომ ეკონომიკის ზრდის ტენდენციის ამ ტემპით გაგრძელების შემთხვევაში, მომდევნო წლებში სიღარიბის მაჩვენებელი კლებას განაგრძობს. მინისტრთა კაბინეტში გაზრდილ მონაცემებს მომდევნო თვეებშიც ელოდებიან.

დღის ამბები