27 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
მე ერთგული ვარ ევროკავშირის გაფართოების, ბალკანეთის ქვეყნები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უნდა შეუერთდნენ ევროპულ გაერთიანებას - ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის პირველი ღია მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. პრაღაში ვიზიტის დროს ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროგაერთიანებას.

შოლცმა, კაროლინის უნივერსიტეტში ყოფნისას ასევე თქვა, რომ ეკონომიკური ბლოკის გაფართოება ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს.

მისი თქმით, ამ საკითხზე ბლოკის შიგნით ერთსულოვნებაა საჭირო და ვეტოს უფლებით არ უნდა სარგებლობდნენ. ოლაფ შოლცმა უმრავლესობის კენჭისყრის სისტემის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით.

დღეს, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, ინდივიდუალური ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას.

ამიტომ, მე შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა.

მე ერთგული ვარ ევროკავშირის გაფართოების. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, ასევე უკრაინა, მოლდოვა და საქართველო უნდა შეუერთდნენ ევროპულ გაერთიანებას. ევროპა ჩვენი მომავალია და ეს მომავალი ჩვენს ხელშია,"- განაცხადა ოლაფ შოლცმა.

დღის ამბები