27 ნოემბერი 2024,   08:58
ვრცლად
წალენჯიხის საბავშვო ბაღების 50-მდე თანამშრომელი მერიის მიერ დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებს

წალენჯიხის საბავშვო ბაღების 50-მდე თანამშრომელი მერიის მიერ დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებს. როგორც ბაღების თანამშრომლები აცხადებენ, უმძიმესი სოციალური ფონია, ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, ანაზღაურება მიზერულია და რეორგანიზაციის შედეგად ყველანაირი შემოსავლების გარეშე რჩებიან.

საპროტესტო აქცია მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო. მონაწილეებს ახლა მერი ხვდება. გია ხარჩვილავამ განცხადება საბავშვო ბაღებში რეორგანიზაციის შესახებ 27 აგვისტოს გააკეთა. ქალაქის მერის თქმით, გეგმის მიხედვით უნდა დაზოგონ 190 ათას ლარამდე, რომელიც განაწილდება ბავშვების კვების გაუმჯობესებასა და წიგნების შეძენაზე, ასევე თანხა უნდა მოხმარდეს თანამშრომელთა ანაზღაურების ათ პროცენტამდე გაზრდას.

დღის ამბები