მთავრობა ვაშლის სუბსიდირებას მოახდენს.,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 29 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ვაშლის სუბსიდირების პროგრამაში 20-მდე საწარმო იქნება ჩართული.
„წელს ჩვენ ველოდებით 120 ათას ტონა ვაშლს. ჩვენ წინა წლებშიც გაკეთებული გვაქვს სუბსიდირება და წელსაც ასევე გავაკეთებთ. გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ზოგადად ვაშლის წარმოებას და ამიტომ საჭიროა ჩვენი ფერმების წახალისება და მათი მხარდაჭერა, რომ არცერთი კილოგრამი არასტანდარტული ვაშლი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერები მიიღებენ შესაბამის შემოსავალს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.