დიდუბეში, კომპანია "გორგიას" საწყობში გაჩენილი ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია, ცეცხლის ცალკეული კერებიც ამ დროის მონაცემებით ტერიტორიაზე აღარ არის, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ადგილზე რჩება სახანძრო, პოლიცია და სასწრაფო.
"გორგიას" საწყობში ხანძარი დღეს საღამოს გაჩნდა. როგორც "კურიერთან" კომპანიის შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების მენეჯერმა განაცხადა, ცეცხლი თავდაპირველად საღებავებს და ადვილად აალებად ნივთიერებებს გაუჩნდა, შემდეგ კი უკვე კერამიკულ ნარჩენებს მოედო. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, მისი გამომწვევი მიზეზები კი ჯერჯერობით დაუდგენელია. "გორგიას" წარმომადგენლის ინფორმაციითვე, ცეცხლი 300-400 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა. ზარალს ხვალ დაითვლის შესაბამისი სამსახური დაითვლის.
თბილისში ეს დღეს უკვე მეოთხე ხანძარი იყო.
ავტორი: ნინი ბიჩინაშვილი