მაღალი ტემპერატურის ფონზე ქვეყანაში ხანძრის ახალი კერები ჩნდება. დღის განმავლობაში ხეებს და ბუჩქებს ცეცხლი გაუჩნდა ზემო ავჭალაში, იგივე ხდებოდა სამგორშიც. ამ ორ შემთხვევაში მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა უკვე მოახერხეს, თუმცა შედარებით რთულად არის საქმე შავნაბადას ტყეში. აქ ცეცხლი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა და აქტიური კერები ამ დრომდე ნარჩუნდება. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას. იყო ძლიერი დაკვამლიანება, რაც დიდ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა. კვამლი კარგად ჩანდა თბილისის ცენტრიდანაც კი. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაციაც, მათ შორის თურქული ავიაცია.