27 ნოემბერი 2024,   08:52
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას გეგმავს - Financial Times

ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმების შეჩერებას გეგმავს - ინფორმაციას "ფაინენშელ თაიმსი" ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, 2007 წლის შეთანხმების გაყინვის გეგმა რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში მოსახვედრად დოკუმენტების მიღებას გაართულებს და გააძვირებს, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის მოლოდინის დროს.

როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე კვირაში რუსეთთან სავიზო რეჟიმის შეთანხმების შეჩერებას მხარს დაუჭერენ, რათა შეზღუდონ მოგზაურობის ნებართვების რაოდენობა.

გამოცემის მიხედვით, ზოგიერთი ქვეყანა კოლექტიური მოქმედებისკენ აკეთებდა მოწოდებებს, რათა რუსი მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა შეეჩერებინათ. როგორც გამოცემა წერს, აღნიშნული საკითხი ბლოკის უახლეს გამოწვევას წარმოადგენს და ის ცდილობს მოსკოვი უკრაინაში შეჭრისთის დასაჯოს 27 წევრი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებით.

დღის ამბები