ხანძარი ძამას ხეობაში ლიკვიდირებულია, ინფორმაცია ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. ცეცხლი სოფელ ელბაქიანთკარში, ერთ-ერთი კერძო სახლის ეზოში გაჩნდა და შემდეგ უკვე ძლიერი ქარის გამო გავრცელდა.
შედეგად, ბოლო ინფორმაციით, სრულად ან ნაწილობრივ დაიწვა 4 სახლი.
შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სიმონ გულედანი ამბობს, რომ დაზარალებულების უზრუნველყოფა კანონის შესაბამისად მოხდება.