სტიქიასთან ბრძოლის დასკვნითი ეტაპი - ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე ცოცხალი ძალა და ავიაცია ამ წუთებშიც მუშაობს. მუშავდება ცეცხლის დარჩენილი რამდენიმე მცირე მასშტაბის აქტიური კერები. მძიმე ტექნიკის დახმარებით გაყვანილია გზები, თუმცა პროცესი კვლავ გრძელდება.
"მეხანძრე-მაშველების მიერ ყველა აქტიური კერის ლიკვიდაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე არსებობს რამდენიმე აქტიური კერა, რომლებთანაც მისასვლელი გზა გაჭრილია სპეცტექნიკით. მეხანძრე-მაშველებს შეყვანილი ჰყავთ სპეციალური სახანძრო ტექნიკა, რის საშუალებითაც მიმდინარეობს ხანძრის კერების ლოკალიზაცია და ლიკვიდაცია," - განაცხადა თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.