27 ნოემბერი 2024,   08:50
ვრცლად
რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული კერძები, გასართობი ყველა ასაკის სტუმრისთვის - ამბროლაურმა აგვისტოს გასტრონომიულ ფესტივალ "გემო ფესტს" უმასპინძლა

რაჭა-ლეჩხუმის ტრადიციული და განახლებული კერძები, მრავალფეროვანი მენიუ, გასართობი ყველა ასაკის სტუმრისთვის - ამბროლაურმა ორი დღის განმავლობაში აგვისტოს გასტრონომიულ ფესტივალ "გემო ფესტს" უმასპინძლა. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.

ფესტივალისთვის მონაწილეები სხვადასხვა სოფელში სტუმრობისა და ადგილობრივი კერძების დაგემოვნების შედეგად შეარჩიეს. შეფ მზარეულები რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ კულინარიით დაინტერესებულ მოყვარულებს და უვითარებდნენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

რაჭაში 26- 27 აგვისტოს ჩათვლით "გემო ფესტი" პირველად გაიმართა. მომავალი წლიდან კი ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში უმასპინძლებს ტურისტებს, დამსვენებლებსა და კულინარიით დაინტერესებულ ადამიანებს.

ავტორი: მარიამ ქუმსიაშვილი. 

დღის ამბები