ემანუელ მაკრონის მიმართ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის კრიტიკას, პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი გამოეხმაურა.
ჯონსონის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი გაერთიანებული სამეფოს გულშემატკივარია. საფრანგეთი და ბრიტანეთი კი მეგობარი სახელმწიფოები არიან.
"ვფიქრობ, რომ ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ემანუელ მაკრონთან და ის ჩვენი ქვეყნის ძალიან კარგი მეგობარია. საფრანგეთსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობა ძალიან მნიშნველოვანია. ის ძალიან კარგი იყო დიდი ხნის განმავლობაში, ნაპოლეონის ეპოქიდან მოყოლებული. ვფიქრობ ჩვენ ეს უნდა აღვნიშნოთ. რაც შეეხება ემანუელ მაკრონს, მე მასთან ძალიან კარგი ურთიერობა მაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩვენი ქვეყნის დიდი გულშემატკივარია," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.