27 ნოემბერი 2024,   08:53
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს გელა გოგიას სამშობლოში სავარაუდოდ ორშაბათს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლს - გელა გოგიას სამშობლოში სავარაუდოდ ორშაბათს ჩამოასვენებენ. მომხდარზე ინფორმირებულია უკრაინაში საქართველოს საელჩო, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციაშია.

ცნობილია, რომ ქართველი სამხედრო კრამატორსკთან მიმდინარე შეტაკებებისას დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დაჭრილია კიდევ სამი ქართველი მებრძოლი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებროლები ავრცელებენ.

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე 19 ქართველი მებრძოლი დაიღუპა

დღის ამბები